concept ,,TELAVELI,,
When I finally understood, that oversized cars are one of the main reasons of  endless traffics in cities (especially when such big cars usually are used by 1 or 2 passengers), also parking problems and ecological disasters getting stronger, I decided to design ,,TELAVELI,, the 2 passenger car with the sizes of 2000X1000X1350 mm. Every 4 wheel have 5kW electric engines and all of the wheels take equal parts in turning process of car, It gives the car supper maneuverability. Lithium batteries are placed under the seats of passenger and driver, the space for batteries is 1600X200X150 mm. According to the type of batteries maximum run distance can be 50, 100, 150, 200, 250, 300 or more kilometers. Chassis is equipped with tilting mechanism. This mechanism makes it possible to safely enter any kind of turn with high speed despite its width of 1000mm. Despite the advantage of moving in turns safely,  tilting chasse also makes it comfortable to drive on low quality roads without width shakes (which is ordinary problem for other cars). While driving on relief roads car maintains vertical position. Thanks to tilting mechanism driving ,,TELAVELI,, will be very attractive and nice. ,,TELAVELI,, is equipped with 2 upside opening doors, which goes out of car width with only 250mm. Both of the doors can’t be opened together, but it isn’t really needed for doors to work together  as both seats are placed on one line. Despite base model (current one) it is possible to manufacture: courier, off road, police, military and other versions. 
როდესაც საბოლოოდ მივხვდი რომ დიდი ზომის მანქანების სიმრავლე ერთერთი ფუნდამენტური მიზეზია ქალაქებში გაუთავებელი საცობებისა(მით უმეტეს რომ ასეთი მანქანებით ძირითადად 1 ან 2 ადამიანი გადაადგილდება),საპარკინგე ადგილის მუდმივი დეფიციტისა და ზოგადად ეკოლოგიური კატასტროფის მოახლოებისა,გადავწყვიტე დამეპროექტებინა 2 ადგილიანი ,,თელაველი,,.მისი გაბარიტებია:2600 X 1000 X 1350 მმ.მას ოთხივე ბორბალში 5 კვტ-იანი ელექტრო ძრავები ექნება და ოთხივე ბორბალი თანაბრად მონაწილეობს მოხვევის პროცესში,რაც მას სუპერმანევრულობას ანიჭებს,ლითიუმ იონური აკუმულატორები განლაგებული იქნება მძღოლის და მგზავრის დასაჯდომების ქვეშ (მისთვის გამოყოფილი სივრცე შეადგენს 1600X200X150 მმ), იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის,ან რა მოცულობის აკუმულატორით აღვჭურვავთ, შესაბამისად მივიღებთ გარბენის სიშორეს, რაც შეიძლება შეადგენდეს 50,100,150, 200,250,300 ან მეტ კილომეტრს. სავალი ნაწილი აღჭურვილი იქნება გადახრის მექანიზმით.ეს მექანიზმი იძლევა იმის საშუალებას რომ მცირე სიგანის (1000 მმ) მიუხედავად ნებისმიერ მოსახვევში მაქსიმალური სიჩქარით უსაფრთხოდ შევიდეს ყოველგვარი ინერციული გადატვირთვის გარეშე.გადახრის მექანიზმიანი სავალი ნაწილი იმის საშუალებასაც იძლევა რომ გზის უხარისხო საფარზე გადაადგილებისას გამოწვეული განივი რყევები (რაც ჩვეულებრივ მანქანებში ჩვეულებრივი ამბავია) ამ მანქანისთვის საერთოდ არ არსებობს და ამ დროს მისი კორპუსი ყოველთვის ინარჩუნებს ვერტიკალურ მდგომარეობას.გადახრის მექანიზმის წყალობით ,,თელაველის,, მართვა უაღრესად აზარტული და მხიარული იქნება.,,თელაველი,, აღჭურვილია მაღლა ასახდელი 2 კარით,რომლებიც ახდისას კორპუსის გაბარიტიდან მხოლოდ 250 მმ-ით გამოდის,ორივე კარს ერთდროულად ვერ ახდი,თუმცა ეს არც არის საჭირო ვინაიდან ორივე ადგილი ერთ ხაზზეა განლაგებული. შესაძლებელია საბაზო ვარიანტის გარდა(მოცემული ვარიანტი)არსებობდეს: საკურიერო,უგზოობის,საპოლიციო,სამხედრო და ა.შ. ვერსიები.
concept ,,TELAVELI,,
Published:

concept ,,TELAVELI,,

Published: