აბსტრაქტული თბილისი​​​​​​​


როდესაც გრაფიკულ დიზაინს ეხები გიწევს უამრავი დეტალის შესწავლა და გათვალისწინება - იმას რომ თავი დავანებოთ რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები, საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ჩნდებიან ახალი ტრენდები, ტენდენციები და პროგრამები, რაც სერიოზული ზეწოლაა დიზაინერისთვის.  ჩახლართულ ბილიკებში მოძრაობას აადვიელებს საბაზისო პრინციპების ცოდნა. ამ პროექტის ფარგლებში ყურადღებას ვამახვილებ ერთ-ერთ ასეთ პრინციპზე, რომელსაც ბალანსი ეწოდება. ბალანსის მთავარი არსი "ბადეს (Grid)" შექმნაში მდგომარეობს. 
პოსტერ სერიაში ნაჩვენები მაქვს რამდენიმე ნიმუში, რა ტიპის ბადე გამოვიყენე და რა გავლენა იქონია საბოლოო შედეგზე. მაშ ასე, წარმოგიდგენთ აბსტრაქტულ თბილისს და 15 განსხვავებულ ბადეს!


​​​​​​​მაშტაბი, იერარქია,  სიმეტრია, ხაზები, ფერები, კომპოზიცია; წესები და მათი დარღვევის სწორი გზები; ეს და სხვა საინტერესო დეტალები შეგიძლია შეისწავლო ჯიპას სალექციო კურსიდან რომელსაც  "აზროვნება დიზაინში" ქვია. აზროვნება დიზაინში სამყაროს თავისებურ აღქმას გულისხმობს, რომელიც ადამინს ეხმარება სივრცის გარდაქმნაში და ორგანიზებაში, საბოლოო ჯამში კი ეფექტურ კომუნიკაციაში. 


რაც შეეხება ბადეს, ის წარმოადგენს უხილავი ხაზების სისტემას, რომელიც სხვადასვა კუთხითაა დახრილი და სამუშაო სივრცეს ყოფს ნაწილებად. ამ ხაზებთანაა მიბმული გვერდის ძირითადი ელემენტები, ტექსტური ბლოკები, ილუსტრაცია, დეკორაციული ობიექტები და ა.შ  ბადე სძენს გაფორმებას ერთიანობას და ამასთანავე გვეხმარება მივანიჭოთ პროპორციულობა ელემენტებს და ვაკონტროლოთ ველები. მისი მნიშვნელობა დაახლოებეთ იგივეა, რაც საძირკველი შენობისთვის. პროპორციებზე დაფუძნებული დიზაინი უფრო მარტივად აღქმადი და დასამახსოვრებელია.​​​​​​​


დასასრულს უნდა ითქვას, რომ ბადე ძალიან მნიშვნელოვანი და მოქნილი ინსტრუმეტია დიზაინერისთვის, ამიტომ აუცილებელია მისი გათვალისწინება სამუშაო პროცესში.
​​​​​​​

მადლობა ყურადღებისთვის!
Thanks for Watching!

Grid
412
1280
7
Published:

Grid

As part of this project, I focus on one of the principles of design, which is called "balance." The main essence of balance is the creation of a Read More
412
1280
7
Published:

Creative Fields