ფილმის დეკონსტრუქცია მონტაჟის თეორიების მიხედვით

მოცემულ დეკონსტრუქციაში მინდა წარმოვადგინო იტალიელი რეჟისორის, ვიტორიო დე სიკას ფილმი :  “სასწაული მილანში” (1951)
ფილმი შევარჩიე 1951 წლის, წინა საუკუნის 50 იანი წლებისთვის დამახასიათებელი და უკვე განვითარებული მონტაჟის ხერხების გამოყენების სპეციფიკიდან გამომდინარე. Multiple-scene film
I სცენა

Ჩვენ ვიცით, რომ Ნებისმიერი ფილმისთვის პირველი სცენა, იგივე opening,  გარკვეულ მნიშვნელოვან დატვირთვას წარმოადგენს ფილმში მოყვანილი ამბის თხრობის გეგმისთვის. ესქპოზე  ანუ დრამატურგიული მონაკვეთი,  სადაც ჩვენ უნდა დავინახოთ ფილმის მომავალი სამყარო,  ვითარება, დრო, ლოკაცია,  გეოგრაფიული მდებარეობა,  მთავარი გმირები და მათი საწყისი სტრატეგიები.  Ამიტომ ფილმის პირველი სცენის პირველი კადრიც კლასიკური დრამატურგიული ტექნიკით არის წარმოდგენილი და ჩვენ ვხედავთ მთავარი გმირის სახლს,  რომელშიც ბებიამ იგი უნდა იპოვნოს და შემდგომ ამავე სახლში აღზარდოს.  

2:25   Ფილმის პირველივე კადრში Გამოყენებულია Free frame cut,  სადაც კადრში გმირი არ გვყავს,  თუმცა იგი შემდგომ შემოდის კადრში. Გმირს ვხედავთ exrtrem WD (შორი) სიმსხვილის გამოსახულებთ.
2:52   Მეორე ჭრაში კადრის სიმსხვილე იზრდება და ამ შემთხვევაში ჩვენ გმირს ვხედავთ fool shoti (გმირის სრული ტანით ჩვენების) სიმსხვილით.  Ამ ჭრაშივე smooth cut (ხავერდოვანი გადასვლით)  რელსზე მდგარ კამერას ნელნელა medium shot (საშუალო სიმსხვილე) ზე მოჰყავს გმირი ჭრის გარეშე,  რაც რეჟისორის მხრიდან სრულიად ლოგიუკური და ბუნებრივი გზაა ნელ-ნელა მოახდინოს გმირის ვიზუალური წარდგენა მაყურებლის თვალში. 
3:14  შემოდის ფილმის მთავარი გმირი.  Ვინაიდან ის ჩვილია, პირველივე გამოჩენაზე ის fool shot - ით გვყავს წარდგენილი,  რათა მაყურებელმა ერთიანად აღიქვას ამ კადრის შინაარსობრივი თუ ვიზუალური დატვირთვა. Ფილმის ექსპოზიციის ნაწილში მართლაც მრავალი ინფორმაციის გადმოცემა აქვს ჩაფიქრებული რეჟისორს და სწორედ ამიტომ ის ცდილობს პრაქტიკული და მოხერხებული გზით გადმოგვცეს ის.  ამ ეპიზოდის განუყრელი ხერხია jump cut (ნახტომიანი ჭრილი)  რომლის ლოგიკური განლაგებითაც რეჟისორი გადაახტება დროის დიდ მონაკვეთს და ის გვიჩვენებს  მხოლოდ თხრობის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვან ეპიზოდებს.
04:04 Პირველი ასეთი ნახტომი.

Ვითარება,  სადაც ბებიამ მის ეზოში ჩვილი ბავშვი იპოვნა და იგი სახლში სიხარულით შეიფარა,  მონტაჟის ხერხის cut away-ს  (გადამყვანი ჭრილის) მეშვეობით (ამ შემთხვევაში  რძის ადუღების კადრით),   შემდეგი ჭრა უკვე გაზრდილი ჩვილის გამოსახულებით გვხვდება.  Რძის ადუღების მოკლე ჭრილში იგულისხმება ის, რომ ბებიას ჩვილისთვის თბილი რძე და ყურადღება არ მოუკლია,  რაც იდეალურ შუალედად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვილიდან  მოზარდობის ასაკამდე განვლილი პერიოდის მარტივი და მრავლისმთქმელი ასახვისთვის.


Მალე ბებია ავად ხდება, მასთან ექიმები მოდიან, ცდილობრენ მკურნალობას თუმცა  საბოლოოდ იგი შავი ეტლით მიჰყავთ დასაკრძალად.   სადაც გვიწევს  დაჩქარებული გადმოცემის ხერხებითა და jump cut ების მეშვეობით  ვიხილოთ ზემოთ აღწერილი ისტორიის მსვლელობა.
07:05  ზე ჩვენ უკვე გვიწევს ვიხილოთ მთავარი გმირი,  რომელიც მარტოდმარტო მიუყვება სამგლოვიარო ეტლს ბებიას გასაცილებლად,  რომელსაც ამ გზიდანვე უწევს შეეგუოს ცხოვრებისეულ უცნაურობებს,  რომელიც მას ფილმის მომდევნო მსვლელობის დროს ელის წინ. match-on-action- cutting 
10:10 - 10:20  breackdown  სცენარის დანაწევრება ეკონომიკური  თვალსაზრისებით  ერთი და იგივე ლოკაციის დროში განსხვავებული პერსპექტივით გადმოცემისთვის.  
Მას შუაში თან ახლავს კადრის დაბნელება
10:46  Over-shoulder shot  ამ ჭრაში მთავარი გმირი მხარს უკანა პერსპექტივით არის ნაჩვენები თუ როგორ მიმართავს ის ქუჩაში გამვლელებს.  

Miracle in Milan
Published:

Miracle in Milan

Published:

Creative Fields