დევნილი ადამიანების ფიქრები მუდამ სახლს და მისკან მიმავალ გზას უკავშირდება. პოსტ ომის პერიოდში დაბადებულ ადამიანს მანამ არ გააჩნია ოცნების უნარი, სანამ სახლიდან შორს ყოფნა არ მოუწევს.
თავისუფალ ადამიანსა და საზღვრებში მოქცეულს შორის მარტივია განსხვავებების აღმოჩენა. ისინი თავისებურად ხედავენ ერთსა და იმავე სურათს (რეალობას).­­
არჩევანში ყველა დამიანი თავისუფალია, მაგრამ თვითონ არჩევანი თავისუფლება არ არის, ეს უბრალოდ იძულებაა. გადაწყვეტილებაა, რომელიც გარემოებებმა გადაწყვიტა და არა ინდივიდმა.
შესაძლოა ტერიტორიები დაბრუნდეს, ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს, მაგრამ მათი აზრები და განვლილი გზა ვერასდროს მოვა ამ ყველაფერთან თანაფარდობაში. 
აფხაზეთის ომს ჰყავს გმირები. აფხაზებისთვისაც და დანარჩენი ქართველებისთვის არსებობენ ჯარისკაცები რომლებიც „გმირულად“ დაეცნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დღემდე ამტკიცებენ , რომ სწორედ ისინი არიან ნამდვილი გმირები და მათ ყველაზე მეტად იციან თავისუფლების ფასი.
OCCUPATION
Published:

Owner

OCCUPATION

Published: