Anuka Kiknavelidze's profile

Up The Sky Down The Ground

მთავარი პერსონაჟი სხეულს კარგავს და მისგან მხოლოდ გამჭვირვალე სუბსტანცია რჩება. მას შავი ტანსაცმელი აცვია და ახურავს კონუსის ფორმის ქუდი, რომლის წვეტზეც მზეა გამოსახული. გოგო თბილისის გარეუბნებში, მიტოვებულ სახლებსა და ტყეებში დადის სხეულის  საძებნელად, თუმცა სხეულს არა ერთიანად, არამედ ნაწილებად პოულობს. ის პოულობს მოლაპარაკე ენას, რომელიც იმეორებს ფრაზას: „სადაც წახვალ, იქ წამოგყვები“, პოულობს მის ოდესღაც მოჭრილ, პატარა, შავ კულულს და სხვა სხეულის ნაწილებს. ძიებისას  კლარნეტის ხმა შემოესმება შორიდან, ინერციით მიჰყვება მუსიკას, მას ის თბილისის ზღვაზე, თემქაზე მიჰყავს. იქ თეთრებში ჩაცმული გოგონა ხვდება, რომელიც ნაპირზე დგას, კონუსის ფორმის ქუდი ახურავს, წვეტზე ნახევარმთვარის ფიგურით. ის კლარნეტზე უკრავს. გამჭვირვალე გოგო მას უახლოვდება და მის წინ სხეულის ნაწილებს აწყობს. შემდეგ მათ ფორმაზე წვება და მთლიანდება. ის თეთრ ტანსაცმელს იცვამს და თეთრ ქუდს იხურავს ისევ მზის ფიგურით. ორივენი ნაპირზე სხდებიან და მათი ქუდები ერთიან ფიგურას ქმნიან.
Up The Sky Down The Ground
Published:

Up The Sky Down The Ground

Published:

Creative Fields