Nuca Saginadze's profile

the magic forest (ჯადოსნური ტყე)

"ჯადოსნური ტყე" ეს არის ტყე სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება საშუალება დაისვენოს მიიღოს შთაბეჭდილებები და გაერთოს.
ამ იდეის ინსპირაცია იყო აზია, რადგან აზია არის შთაბეჭდილებების ადგილი: ეგზოტიკა, ინდივიდუალიზმი, სულიერი სიმშვიდე, ადგილი სადაც შეგიძლია ყველა პრობლემა დაივიწყო, ამიტომ გადავწყვიტე მსგავსი რამ გამეკეთებინა ჩვენი ქალაქის ფარგლებში კერძოდ თბილისში, რადგან ვფიქრობ რომ მსგავსი რამ ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ.
ქალაქი საკმაოდ სტრესულია, ბევრი ადამიანი კი დასვენებას ვერ ახერხებ სხვადასხვა მიზეზებისდა გამო. 
ეს ადგილი კი ადამიანებს მისცემს საშუვალებას ცოტახნით თავიანთ პრობლემები გვერძე გადადონ და დაისვენონ.

რაც შეეხება ჩემს ინსტალაციას, ეს არის იმ დიდი პროექტის იმიტაცია რომელიც უნდა გაკეთდეს ექსტერიერში. ამ პატარა საჩვენებელ ნიმუშში გადავწყვიტე გადმომეცა ის განწყობა და გარემო  რომელიც მინდა რომ იყოს.
მთავარი დეტალები, რომლითაც  განწყობის შექმნაში დამეხმარა, ეს არის განათება, შუქრჩდილები, სარკეები და გამწვანება, ასევე მედიტაციის მუსიკა, და პორტალური კარის იმიტაცია, ამ კარის საშუალებით, მინდოდა მნახველისთვის მეჩვენებინა ზღაპრული სამყაროსა და რეალობის ზღურბლი, ასევე ქაოსიდან სიმშვიდეში გადასვლის განცდა, პრობლემების გარეთ დატოვების და ამ კარს იქით სიამოვნების განცდის შეგრძნება. 
the magic forest (ჯადოსნური ტყე)
Published:

the magic forest (ჯადოსნური ტყე)

Published: