BE CAREFUL 
SHE WILL BLOW YOUR MIND.
 
ალბათ ასეთი ქალის დანახვის დროს გაგიჩნდა კითხვა “რატომ უნდა იყო ფრთხილად?”.სწორედ კითხვაშივეა პასუხი.
 
როგორი ლამაზია , არა?! სავსებით,არა. 
არავინ გაბედოს მისი დანახვისას ან ასეთი ქალის დანახვისას პირველი ხაზი მის ფიზიკურ სილამაზეს გაუსვას. 
არა,არა,არა.
ნუ იქნები უტიფარი, გთხოვ.
ახლა მაინც.
მისი თვალები პირდაპირ გეუბნებიან, რომ გაგანადგურებენ.თუმცა უდიდეს სიამოვნებასაც მოგანიჭებენ,შეიძლება ითქვას ისეთს ვერასდროს რომ ვეღარ იგემებ.აი ისეთს საუკუნედ რომ გიღირს ლოდინი ოღონდ იგემო,თუნდაც ერთხელ.
ეს ის თვალებია ბოროტ,ცეცხლოვან და შეშლილ ქალებს რომ ხვდათ წილად. ეს არაა ქორფა,ნაზი,ნორჩი და სიფრიფანას ქალწულის თვალები.
ეს არაა მოსაწყენი ქ’ალის თვალები ვისთანაც ერთ რიტმში მიდის ცხოვრება, ეს არაა იმ ქ’ალის თვალები ვისთანაც ბედნიერად და მშვიდად იცხოვრებ.
არა, ჩემო კარგო ნეტავ იცოდე როგორ ცდები  როცა გგონია მას მართავ და მის ეგოს დაიმონებ.
სასაცილოდაც არ ეყოფი.
დამიჯერე არ გიღირს.
   ყოველთვის მომწონდა ძლიერი ქალები, აი ისეთები მამაკაცს რომ მართავდნენ , ოღონდ არა მონოტონურად , არამედ ცეცხლოვნად. 
   ყოველთვის მიყვარდა ისეთი ქალები,რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებდნენ მამაკაცის ცხოვრებაში. ზუსტად ისეთს ვეღარასდროს რომ ვეღარაფრით ჩაანაცვლებდნენ.
   ყოველთვის ვაკერპებდი სექსუალურ,ლამაზ და ჭკვიან ქ’ალებს.
 ოხ, ღმერთო ამ სამი სიტყვის გამოც კი ღირს ცხოვრება.
 
ბავშვობაში რაზე ვოცნებობდი იცი?
მინდოდა ჟანა დ’არკი ვყოფილიყავი.
მინდოდა ცხენზე ავმხედრებულიყავი, მახვილი მეშიშვლა და მტრის მკერდი განმეგმირა.
მინდოდა ნებისმიერი მამაკაცის თავი ძირს გამეგორებინა რა წამსაც დამცინავად შემომხედავდნენ სქესის გამო.
მინდოდა მხედარმთავარი ვყოფილიყავი და ბრძოლაში მიმეღო მონაწილეობა.
მეხსნა საფრანგეთი ინგლისისაგან , თუმცა კოცონზე დაწვა ნამდვილად არ მდომებია.
მინდოდა აბჯარი და სახე სისხლით მქონოდა შეღებილი.
და სწორედ მაგ დროს ყველასთვის დამცინავად შემეხედა, ეგრძნოთ რომ  ისინი ჩვენ ლიმიტს ვერასდროს დაგვიწესებენ,რადგან ერთმანეთის ლიმიტი ჩვენ ვართ.
 
         A WOMAN BORN TO BE BAD
         
 
DO YOU FEEL?DO YOU FEEL?
DO YOU FEEL?DO YOU FEEL?
CAN YOU?CAN YOU?CAN YOU?
CAN YOU?CAN YOU?CAN YOU?
 
 იცი რა მომენტი მიყვარს საერთოდ ყველაზე მეტად?
 “ჭკვიანი” მამაკაცების დიალოგში რომ ასეთი ქალი ერთვება , მას და მის ეგოს რამდენიმე წამში ნაცრად რომ აქცევს. აი ისეთი ქალი რომ საუბრობს მისი ინტელექტი კოსმოს რომ სცილდება,მისი მანერები ყველაზე არისტოკრატულია და ტემბრი თავდაჯერებული. ზუსტად მაშინ უყურებენ და ცდილობენ თავისი მოსაზრება გაუმყარებელი მასკულინური აზრებით დაიცვან.
 ნეტავ იცოდეთ ეს ქალებისთვის რამხელა აზარტია.
 ნეტაც იცოდეთ როგორია თამაში ,როდესაც უკონკურენტო ქალი ხარ.
 მინდა ეს ყველა ქალმა იცოდეს და ამ გრძნობას ხვდებოდეს.
NAMELESS
Published:

NAMELESS

Published:

Creative Fields