წინასიტყვაობა
   მარიამ სტიუარტი განსაკუთრებული  ვნებათა ღელვის, ამოუცნობი შინაგანი გრძნობებისა და წინააღმდეგობრივი ქალის ტიპს მიეკუთვნება.ეს თავდაჯერებული და ძლიერი დედოფალი ხშირად მკვლელად,სუსტი ნებისყოფის ინდივიდად გამოჰყავთ.თუმცა არავინ გვახსენდება მსგავსი ცხოვრების,დრამებისა თუ ტრაგედიის.არცერთ პერსონას ისეთი კამათი და დავა არ გამოუწვევია , როგორც მას.ამ ქალის სახე დღესაც შეუნელებელ,უმძაფრესს ინტერესს აღძრავს თითოეული ადამიანის გულში, რომელმაც შეიცნო მისი სამყარო და ეზიარა დედოფლის ბუნებას.ალბათ ყველას უფიქრია, რომ მარიამ სტიუარტი არ იმსახურებდა მსგავსს დასასრულს , ან თუნდაც როგორი იქნებოდა ინგლისის დედოფლად? თავს დავდებ ეს ფიქრი გაწუხებთ ან მომავალში შეგაწუხებთ , რადგან ასეც უნდა იყოს, ამის გარეშე შეუძლებელია. 
                                          
   დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გსმენიათ მარიამ სტიუარტზე ან შეიძლება საერთოდაც არაფერი.მეორე ვარიანტი შეიძლება ითქვას რომ უპატიებელია.ისტორია რთული რამაა, ან ძალიან მართალია ან ძალიან მატყუარა, ვერ გაიგებ.ხშირად ისე იქცევა თითქოს უნდა ადამიანებს ჩირქი მოსცხოს, ხანდახან გააღმერთოს, კერპად აქციოს.ჩვენი მარიამ სტიუარტიც ამ ყველაფრის ნაწილია.
       ამ ქალბატონის ვიზუალს ვინ თუ არა ცვაიგი იდეალურად აღწერს , თუმცა არაერთ იმდროინდელ პოეტს შეუსხამს მისი სილამაზისთვის ხოტბა.თუმცა მინდა გითხრათ, რომ სტიუარტი ჩემს წარმოდგენაში ყოველთვის განსხვავებული იყო.იგი მესახებოდა როგორც ცისფერთვალება,შავგვრემანი ქალბატონი, რომლის ეშხსაც შეეძლო ნებისმიერი ადამიანი დაებრმავებინა.მისი კანის ბრწყინვალება უემოციოს, რომ არავის დატოვებდა, მარწყვისფერი ტუჩები კი კოცნის დაუოკებელ ჟინს გაგიჩენდა,ხოლო ვარდისკოკრების მსგავსი მკერდი ჯოჯოხეთისებრ ვნების ქარცეცხლში გაგხვევდა.ის იყო ქ’ალი’ , ალი, მწველი, ნატიფი სხეულის პატრონი , მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მხარე და ინტელექტიც არ ჩამორჩებოდა ფიზიკურობას.
    აღარ დავიწყებ მისი ბიოგრაფიის მოყოლას , იმას რაც ყველასთვის ცნობილია , თუმცა ვიტყვი რომ ყველა განსაკუთრებული ნიჭისა და სილამაზის ადამიანს უდიდესი ტრაგედია მოევლინება ხოლმე დასაძლევად. ალბათ ეს ბუნების კანონია ,დაუძლეველი.შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ნაბუკოვი, რომელიც საკუთარ ნაწარმოებში “ლოლიტაში” პირდაპირ, დაუმალავად გვეუბნება , რომ სილამაზე უნდა მოკვდეს.
 
 Condicio sine qua non
 
 ქმრის მკვლელობის მომდევნო კვირეებში მარიამ სტიუარტის ვერცერთ საქციელს ვერ დავარქმევთ გონივრულს.უკიდეგანო შიში იპყრობდა ქალის გულს და მგზნებარე წუთებშიც კი ესმოდა თუ როგორ გაიტეხა ღირსება,სახელი… მაგრამ ეს ხომ ის ადამიანი იყო , რომელმაც საფრანგეთში ჰპოვა დაუდგრომელი,ქედმოუხრელი წმინდა მამაკაცური სიამაყე.მისი გული ვერასდროს დაკმაყოფილდებოდა სანახევარო ხარისხით, არარაობას სიკვდილი ერჩივნა.ეს ის დედოფალი იყო , რომელიც არა მხოლოდ მუზებმა და ღმერთებმა აკურთხეს, არამედ სრულყოფილებასთან ერთად თან დაჰყვა ხორციელი მშვენებაც.ყველა და ყველაფერი ხოტბას ასხამდა შოტლანდიელ დედოფალს, თუმცა სწორედ ძველი ბედნიერი წუთები და მომენტები ,მხოლოდ თბილ მოგონებებად იქცა დროთა განმავლობაში.
          გარდა ამისა, მემკვიდრეობის საკითხი მარიამსა და მის ბიძაშვილს, ელიზაბეტს შორის უდიდეს პრობლემად რჩებოდა.იყო თუ არა ელისაბედი ტახტის მემკვიდრე, ეს არის საუკუნო შეკითხვა, აზრთა სხვადასხვაობა, ისტორიკოსთა ჭიდილი,ფაქტები და გენები.ინგლისელი გვირგვინოსანი იურისტები ამტკიცებენ მასალებსა და ფაქტებს, რომ ეპისკოპოსმა აკურთხა ჰენრი მერვისა და ანა ბოლონელის ქორწინება, პაპმა კი კანონიერად ცნო. ფრანგები დაჟინებით ამბობენ,რომ ჰენრი მერვემ თავისი ქორწინება მეუღლესთან გაუქმებულად გამოაცხადა, ელისაბედი კი პარლამენტის საგანგებო კანონის თანახმად , ბასტარდად ცნეს.მაშასადამე , როგორც ბასტარდს არ შეეძლო ტახტზე ასვლა ისე რჩებოდა ჩვენი მარიამი დედოფლად..ამგვარად, თექვსმეტი წლის გამაოუცდელ გოგონას უნდა გადაეწყვიტა ისტორიული მნიშვნელობის საკითხი.მის წინაშე კი მხოლოდ და მხოლოდ ორი ამოცანა იდგა: დათმობაზე წასულიყო და ელისაბედი ინგლისის სრულუფლებიან დედოფლად ეცნო ან იარაღით ხელში დაეცვა თავისი სურვილი. თუმცა გვახსენდება , რომ დედოფლობასთან ერთად ის ასევე იყო ქ’ალი’.
                           
 Carpe diem
                    
     მარიამ სტიუარტს მოუთმელობა მუდამ თანმდევ ჩვევად ჰქონდა. და აი ახლაც, ამ რთულ და გადამწყვეტ მომენტშიც აშინებდა მოსალოდნელი საფრთხეები.ესპანეთის მეფე ფილიპე არც თუ ისე სანდო პიროვნება იყო ,რომელიც მის მოკავშირედ აცხადებდა თავს პროტესტანტ წითელთავა დედოფალთან საომრად, მაგრამ მისი სიძულვილი ელისაბედის მიმართ საფუძვლიან კავშირს ჰკრავდა შოტლანდიასთან.უძლეველი არმადა კი დედოფლის ინტერესებს უფრო და უფრო აღვივებდა, ამავდროულად, ინგლისის ტახტის დაკავების დაუოკებელ სურვილს უჩენდა.
       როგორც უკვე ვიცით, მარიამი არ მიეკუთვნებოდა მარტივი ტიპის ქალების კატეგორიას, ის დაუცხრომელი ცეცხლი იყო,რომელსაც დაღუპვას ნებისმიერი ადამიანი უწინასწარმეტყველებდა.თვითონაც იცოდა , განა არ იცოდა?! მას სიამოვნებაა ანიჭებდა თავისუფლების წამები, ნეტარების ალი , ის გრძნობები, რომელსაც ასე მოკლებული იყო და მუდამ ეძებდა, ხოლო თუ იპოვიდა თავიდან ბოლომდე დატკბებოდა მისით.                           
  (მეჯლისები,მუსიკა,ცეკვა,ხელოვნება,ლექსები,პოეზია იგი ამ ყოველივეს ნაწილი იყო,იგი თავად იყო შედევრი.)
 
      დრო აღარ იყო, თუმცა მისი გონება ვერ ხვდებოდა რისთვის არ ჰყოფნიდა ეს წამი.სიყვარულისთვის,ტახტისთვის?სიცოცხლისთვის?თითქოს ჰქონდა ყველაფერი ,მაგრამ ამავდროულად არ ჰქონდა ის ცხოვრებისეული მამოძვრავებელი ელემენტები.ეჰ, წარმოგიდგენიათ მაინც რამდენჯერ უნატრია ჩვეულებრივ ადამიანად დაბადება, ტკბობა ყოველდღიურობით,გვირგვინის პასუხისმგებლობისგან გაქცევა.
    ბრძოლის დაწყებამდე,წინა ღამეს დედოფალი წარმოუდგენელი სისწრაფით მიაქროლებდა ცხენს.სწორედ მან იცოდა, რომ სულის ერთ-ერთ საიდუმლო ის გახლავთ ,რომ სწრაფი მოძრაობა ხანდახან შიშს გვიქრობს.ფიქრობდა და ცდილობდა მისულიყო პასუხამდე , თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა შეცდომის დაშვების შემთხვევაში ან სულაც დატყვევების,დამარცხების?ორი რამ კი ცხადზე ცხადი იყო, სასჯელი-მკაცრი,ტკივილი - სამუდამო იქნებოდა.
      თითქოს ამ წამებში შეუმჩვევლად შეეპარა მას სიბერე.თმა შეევერცხლა, ნაქანდაკევი სხეული მოეშვა, დაუმძიმდა , ნაკვეთები მოუდუნდა, მთელ მარიამის არსებას სასოწარკვეთილების ბეჭედი დაესვა.    
 
Veni Vidi Vici
                                     
     ის სანატრელი წამიც დადგა დედოფლისათვის , როდესაც საკუთარ ბიძაშვილს ამდენი ხნის შემდეგ შეხვდებოდა.ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი აღელვებული იყო იმ წუთებში მარიამი, რომელიც ფილიპე მეორეს მთელი გულითა და სულით ელოდა.მაგრამ გადიოდა წამები,წუთები, საათები და ფილიპე არსად ჩანდა.მარიამს სასოწარკვეთილება იმდენად ღრმად აღწევდა მის ორგანიზმში,სულში,რომ აზროვნების უნარი სრულად წაშლოდა და დაჰკარგოდა.სწორედ ასეთ სიტუაციაში მიიღო გადაწყვეტილება , რომ გამარჯვებისთვის  სიცოცხლეს, სამეფოსა და საერთოდ ყველას გასწირავდა.მერანზე შეხტა და მოემზადა ბრძოლისათვის.თუმცა ექნებოდა თუ არა ამ ბრძოლას აზრი? შოტლანდიის არმია განვითარებით,სიმრავლითა და სიძლიერით ბევრად ჩამორჩებოდა ინგლისის სამხედრო ძალებს, გარდა ამისა მას არც ფინანსური შესაძლებლობა გააჩნდა ომის წარმოებისთვის.აქაც მოგიწევთ წარმოიდგინოთ ზღვის ჰორიზონტი,უკიდეგანო სივრცე, სადაც ესპანეთის არმადამ გააპო წყლები ორად.ამ დროს კი მარიამი, საბოლოოდ, კვლავ აღივსო აღუწერელი სიცოცხლისუნარიანობით და მოემზადა.
           ჰაჰ,ვინ თუ არა ელისაბედი გრძნობდა მოსალოდნელ საფრთხელ მარიამისგან,ხომ გაგიგიათ ქალის ინტუიცია იშვიათად ცდებაო.
         გენიალური სანახავია თუ როგორ ებმის ათასობით მამაკაცი ამ ორი ქალის პირადი შუღლის გამო,როგორ სულისკვეთებით ელიან ფინალურ წუთებს , რომელიც ასე მოახლოვებულიყო.დალეწილი ძვლები,გაპობილი გულები,რომლებსაც სატრფოს სიყვარული ვერც კი მოესწროთ, ზოგიც ლაჩრულად მკვდარი.უკვე მარიამი ხვდებოდა , რომ აზრი აღარაფერს ჰქონდა, ომი წაგებული იყო ,გადაწყვიტა ხმალი ეშიშვლა და გმირულად მომკვდარიყო.
არავის თავის სიცოცხლეში არ ენახა ბრძოლის ასეთი ტექნიკა,გააფთრებული ქალი, რომლის გიშრისფერი თმა და ფირუზისფერი თვალები წარმოუდგენელი სილამაზით ელვარებდნენ, სისხლის წვეთები ჭორფლებივით ეყარა სახეს და არაამქვეყნიურ იერს ანიჭებდა.მისს შემყურე მეომრებს დარბაისლობისა და სიმამაცის შეგრძნება გასსამაგებოდათ და ლომკაცურად ებრძოდნენ მტრებს. 
        სუსტი,გაუწონასწორებელი ელისაბედი კი ,როგორც ადრე ახლაც, შურისთვალით უყურებდა ბიძაშვილს.იგი ხვდებოდა , რომ მიუხედავად ამხელა მცდელობისა მარიამი ვერ შეძლებდა ბრძოლის მოგებას.ალბათ, უკვე მის თავს გილიოტინაზეც ხედავდა, შეიძლება უფრო სატანჯველჯ სიკვდილიც მოეფიქრებინა.მაგრამ ,ჰოი საოცრებავ, ურთულეს და გადამწყვეტ წამებში , მოულოდენლად ფილიპეს “უძლეველი არმადას ემატებოდა და ემატებოდა ხომალდები,მეომრები, გაისმა შემაძრწუნებელი ხმები, რომელშიც ამოიკითხავდით შოტლანდიელი ხალხის სიხარულით სავსე გმინვას.
       განგაშის ზარი ატყდა ინგლისის არმიაში, დედოფალი წარმოუდგენელმა შიშმა შეიპყრო, ჯარისკაცები - იმედგაცრუებამ.ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.შოტლანდიის ჯარი წინ მიიწევდა, მალე ლონდონსაც დაიკავებდნენ , თუმცა მოულოდელად მარიამ სტიუარტმა საშინელი ტკივილი იგრძნო მუცლის არეში და ძირს უსულოდ დაეცა.მიუხედავად ამისა, ბრძოლა გრძელდებოდა , მახვილები ელავდნენ და აი ის საოცარი მომენტი , როდესაც ინგლისის “ძლიერი” დედოფალი ქვეყნიდან გაიქცა.მარიამ სტიუარტს კი ინგლისის ტახტამდე სულ ცოტა აშორებდა , რომ არა დაწყევლილი მშვილდის ისარი მის მკერდში.ოჰ, ამ მომენტშიც კი არ ჰკარგავდა ველურ სიშმაგეს ქალის ბაგეები, სინაზესა და სილამაზეს.ტოვებდა მისი შეუდარებელი სული ნელ-ნელა მაგრამ გამარჯვებული ამ ქვეყანას.ის მომენტი აბედნიერებდა ,რომ მისმა ბიძაშვილმა  სწორედ ურთულესს სიტუაციაში გამოაჩინა სისუსტე,შიში და გაიქცა.გაიქცა უკან მოუხედავად, არაპატიოსნურად,ზუსტად ისე როგორც ქვეყნის მოღალატეს შეშვენის, ხოლო მარიამ სტიუარტი დაჭრილი,სისხლში მოსვრილი ამაყი იყო,შოტლანდიელების დიდი იმედი და ამ ორი ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო გამხდარიყო. ზუსტადაც, გამბედავობა და შიში განასხვავებდა ამ ერთი ეპოქის ორ უძლიერეს დედოფალს.
  



 
Maryam
Published:

Maryam

Published:

Creative Fields